რუსეთი უკრაინის მიტაცებული ტერიტორიების "აღდგენის შტაბს" ხსნის. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა განაცხადა.
"სპეციალური შტაბი გავაკეთეთ, სადაც ყველა დაინტერესებული ორგანო შევიდა", - განაცხადა მან.
შტაბის მიზანია "აღადგინოს" ქალაქები და დასახლებები, ამასთან, რეგიონების ეკონომიკა, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურდა.